loader

"ენით აღუწერელი ტრაგედია ტრიალებს... 21 წლის ვაჟკაცი დავკარგეთ" - ცნობილია ბიჭის ვინაობა, რომელიც სამტრედიაში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ენით აღუწერელი ტრაგედია ტრიალებს... 21 წლის ვაჟკაცი დავკარგეთ" - ცნობილია ბიჭის ვინაობა, რომელიც სამტრედიაში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა

ტრაგედია დატრიალდა იმერეთში. უბედურ შემთხვევას 21 წლის დავით კიკვაძე ემსხვერპლა.

ინფორმაციას გამოცემა "მთა­ვა­რი ამ­ბე­ბი" ავ­რცე­ლებს.

გამოცემის ცნობით, ტრა­გე­დია გუ­შინ, სამტრედიაში მოხ­და.

წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში რკინის კონსტრუქციის მონტაჟი მიმდინარეობდა. სავარაუდოდ, მიწამ დატვირთვას ვერ გაუძლო, რის შედეგადაც კონსტრუქცია ჩამოიშალა და 21 წლის დავით კიკვაძეს დაეცა. ახალგაზრდა სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მიღებული მძიმე დაზიანებების გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"ენით აღუწერელი ტრაგედია ტრიალებს... 21 წლის ვაჟკაცი დავკარგეთ. სიტყვები უძლურია ასეთი ტკივილის წინაშე", - ამბობს "მთავარი ამბების" წყარო.