loader

“სამიზნე რომ ვარ, წლებია ამას ვხვდები, წლებია ველოდები, რომ შეეცდებიან ჩემთან გასწორებას“ - ონისე ოქრიაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“სამიზნე რომ ვარ, წლებია ამას ვხვდები, წლებია ველოდები, რომ შეეცდებიან ჩემთან გასწორებას“ - ონისე ოქრიაშვილი

“სა­მიზ­ნე რომ ვარ, წლე­ბია ამას ვხვდე­ბი, წლე­ბია ვე­ლო­დე­ბი, რომ შე­ეც­დე­ბი­ან ჩემ­თან გას­წო­რე­ბას“, - ამის შე­სა­ხებ იუ­მო­რის­ტმა ონი­სე ოქ­რი­აშ­ვილ­მა “პა­ლიტ­რა­ნი­სუ­სის“ გა­და­ცე­მა­ში “რე­ზი­უ­მე“ გა­ნა­ცხა­და.

ონი­სე ოქ­რი­აშ­ვი­ლის თქმით, პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არაა, როცა მისი გა­შა­ვე­ბა სცა­დეს, სამ­თავ­რო­ბო მე­დი­ე­ბი ხში­რად აქ­ვეყ­ნე­ბენ უკონ­ტექ­სტოდ ამოჭ­რილ მის ვი­დე­ო­ებს და მის­გან “მტრის ხა­ტის“ შექ­მნას ცდი­ლობ­დნენ.“მე აქამ­დეც მის­წორ­დე­ბოდ­ნენ უამ­რა­ვი დრა­კო­ნუ­ლი ჯა­რი­მე­ბით, რო­მე­ლიც უბ­რა­ლოდ აქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის მაქვს მი­ღე­ბუ­ლი. ეს არ იყო ჩემი გა­შა­ვე­ბის პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა, “პოსტვ“ ძა­ლი­ან ხში­რად აქ­ვეყ­ნებ­და უკონ­ტექ­სტოდ ამოჭ­რილ ჩემს ვი­დე­ო­ებს თა­ვის პლატ­ფორ­მებ­ზე, სხვა­დას­ხვა ტრო­ლე­ბი­სა და ბო­ტე­ბის ფე­ი­ჯე­ბი ხში­რად ავ­რცე­ლებ­დნენ ჩემს ცი­ტა­ტებს. ვხვდე­ბო­დი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ერთი დიდი მტრის ხა­ტის შექ­მნას, რაც რა­ღაც მო­მენ­ტში მოგ­ვიყ­ვან­და იმ მო­მენ­ტამ­დე, რა­შიც ვართ ახლა.

ეს ყვე­ლა­ფე­რი არ არის ამა­თი გა­მო­გო­ნი­ლი, ეს ყვე­ლა­ფე­რი არის ძა­ლი­ან ბე­ჯი­თად და აკუ­რა­ტუ­ლად გად­მო­წე­რი­ლი უფრო ძლი­ე­რი ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მე­ბის სას­წავ­ლო წიგ­ნე­ბი­დან და უბ­რა­ლოდ შე­ე­ცად­ნენ ეს მო­ერ­გოთ ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბის­თვის. ზუს­ტად ის მგო­ნია ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბის ერთ-ერთი სა­ი­დუმ­ლო, ამათ­მა რუ­სუ­ლი ლო­გი­კა პირ­და­პირ მო­არ­გეს ქარ­თველ ადა­მი­ანს და ეს უბ­რა­ლოდ არ გა­ა­მარ­თლებს. ჩვენ არ ვართ ის სა­ზო­გა­დო­ე­ბა, სა­დაც ასე­თი წვრილ­მა­ნე­ბის გამო ადა­მი­ა­ნებს უს­წორ­დე­ბოდ­ნენ და კვეთ­დნენ სო­ცი­ა­ლუ­რად“, - გა­ნა­ცხა­და ონი­სე ოქ­რი­აშ­ვილ­მა.

ონი­სე ოქ­რი­აშ­ვი­ლი მას­ზე ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ერთ-ერთი პი­რის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ წე­რილ­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს წე­რი­ლი სუს-ში და­წე­რილს ჰგავს, რად­გან კარ­გად ჯდე­ბა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პრო­პა­გან­დის­ტულ ნა­რა­ტივ­ში.“ტექ­სტი იმ­დე­ნად პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რა­დაა და­წე­რი­ლი, იმ­დე­ნად კარ­გა­დაა ქარ­თუ­ლი პრო­პა­გან­დის ქსო­ვილ­ში ჩაქ­სო­ვი­ლი, რომ მე­ეჭ­ვე­ბა, ერთ-ერთ მო­ძა­ლა­დეს და­ე­წე­რა, უფრო მგო­ნია, რომ სუს-ში და­ი­წე­რა ეს მე­სი­ჯი, ეს წე­რი­ლი. ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დამ­რჩა, რომ ეს არ იყო გუ­ლან­თე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის და­წე­რი­ლი, ეს იყო კარ­გად გა­აზ­რე­ბუ­ლი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ნა­რა­ტი­ვი, რო­მე­ლიც “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ სჭირ­დე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის და­ში­ნე­ბის მომ­დევ­ნო ტალ­ღის შე­საქ­მნე­ლად“, - გა­ნა­ცხა­და ონი­სე ოქ­რი­აშ­ვილ­მა.