loader

"ჯერ სად ვართ..." - რას წერს ნატალია ქუთათელაძე ვერაზე მომდარ დანაშაულთან დაკავშირებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჯერ სად ვართ..." - რას წერს ნატალია ქუთათელაძე ვერაზე მომდარ დანაშაულთან დაკავშირებით

მომღერალ ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი, ნატალია ქუთათელაძე სოციალურ ქსელში ვერაზე მომდარ დანაშაულს ეხმაურება, რომელსაც ერთი არასრულწლოვანი ემსხვერპლა:

"ვუსამძიმრებ გარდაცვლილი ახალგაზრდა ბიჭის ოჯახს. ვუსამძიმრებ საკუთარ თავებს, რომ ცენზურის ეპოქაში გავიღვიძეთ, სადაც ფბ სტატუსებისთვის სცალიათ და დრო იხარჯება იმაში, რომ არკვიონ ვინ უფრო ქოცია და ვინ ნაკლებად. იმის მაგივრად, სრულიად კოშმარულ ნარკოპოლიტიკაზე იფიქრონ. სისტემა მორღვეული და გაუკუღმართებულია….ანფეტამინისგან ფსიქიურად შეშლილი ხალხი დადის ქუჩაში. სარეაბილიტაციო ცენტრები არ იღებენ თუ სუფთები არ არიან, ფსიქიატრიული დაწესებულება ნარკოდამოკიდებულს არ იღებს, ხოლო ნარკოლოგიური კლინიკა ფსიქიატრიულ პაციენტს, ხოდა დადიან გიჟები და ქუჩაში სიცილის გულისთვის ხოცავენ ბავშვებს...ჯერ სად ვართ..." - წერს ნატალია ქუთათელაძე