loader

"პაციენტი შემოვიდა მრავლობითი ჭრილობებით, შემავალი იყო როგორც გულ-მკერდის ღრუში, ასევე მუცლის ღრუში" - ცნობილია ბათუმში დაჭრილი კაცის ვინაობა: ახალი დეტალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პაციენტი შემოვიდა მრავლობითი ჭრილობებით, შემავალი იყო როგორც გულ-მკერდის ღრუში, ასევე მუცლის ღრუში" - ცნობილია ბათუმში დაჭრილი კაცის ვინაობა: ახალი დეტალები

ბათუმში დაჭრილი 30 წლის მამაკაცის, ბაჩო ბერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ცნობისთვის, გუშინ ბათუმში ფიროსმანის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაჭრეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან, სავარაუდოდ, მოპედით მიიმალა.

ფაქტთან დაკავშირებით ჯერჯერობით დაკავებული არავინ არის.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს: 19.108 და 236-ე, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ვიდეო: "TV პირველი"