loader

"პირადი შეტყობინებები არ ჩერდება... გაოგნებული და შოკირებული ვართ" - ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ე.წ. ნატა ვიბლიანის საქმეზე ჯიმშერ ვიბლიანის ინტერესებს დაიცავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პირადი შეტყობინებები არ ჩერდება... გაოგნებული და შოკირებული ვართ" - ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ე.წ. ნატა ვიბლიანის საქმეზე ჯიმშერ ვიბლიანის ინტერესებს დაიცავს

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ე.წ. ნატა ვიბლიანის საქმეზე მხოლოდ ჯიმშერ ვიბლიანის ინტერესებს დაიცავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში, მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისის გვერდზე გავრცელდა.

ადვოკატის ცნობით, ორშაბათს გამართავს პრესკონფერენციას, სადაც საზოგადოებას წარუდგენს მხოლოდ იმ ინფორმაციასა და მასალებს, რომლებიც გადამოწმებულია.

"ბოლო 24 საათი ჩემთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

მას შემდეგ, რაც საჯაროდ განვაცხადე, რომ ჯიმშერ ვიბლიანის ინტერესებს დავიცავ, ჩემი პირადი შეტყობინებები პრაქტიკულად არ ჩერდება.

გულწრფელად ვიტყვი, რომ ამდენი შეტყობინებას, მასალას და ინფორმაციას ნამდვილად არ ველოდი.

თითოეულ ადამიანს უდიდეს მადლობას გადავუხდი ნდობისთვის. მასალებს ვინახავ და მხოლოდ საფუძვლიანი გადამოწმების შემდეგ გავასაჯაროვებ.

ამავდროულად, ინტერესით ვაკვირდები, როგორ ყალიბდება საზოგადოებრივი აზრი მხოლოდ ერთი მხარის საჯარო განცხადებების საფუძველზე, მაშინ როდესაც დაცვის მხარეს ჯერ საერთოდ არ უსაუბრია. ბუნებრივია და გასაგები უმრავლესობის რეაქციაც.

ადვოკატის პროფესია სწორედ იმით განსხვავდება, რომ გადაწყვეტილებებს ემოციებით კი არა, მტკიცებულებებით იღებს. ამიტომ მე მხოლოდ ფაქტები მაინტერესებს და არა მიზანმიმართული თავდასხმები.

კატეგორიულად არ დავუშვებ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის - ჯიმშერ ვიბლიანის და მისი ოჯახის სახელი რაიმე ფორმით დაუკავშირდეს იმ უმძიმეს და საზარელ ბრალდებებს, რომლებზეც დღეს საჯაროდ საუბრობენ! მკაცრად ვემიჯნებით და ვგმობთ მსგავსი სიბინძურის რაიმე სახის შემხებლობას ჩემს კლიენტის სახელთან. გაოგნებული და შოკირებული ვართ თავად ისტორიით და უფრო მეტიც, ჯიმშერ ვიბლიანის სახელის რაიმე ფორმით ხსენებით სრულიად სვანეთისთვის მკრეხელურ და სამარცხვინო ამბავთან.

შეგახსენებთ, რომ მე არ ვარ ოთხი პირის ადვოკატი, არამედ ვიცავ მხოლოდ ერთი პირის - ჯიმშერ ვიბლიანის ინტერესებს, რომლის მიმართაც საჯაროდ საუბარია განსხვავებულ ფაქტობრივ გარემოებებსა და ძალადობის ცალკეულ ეპიზოდზე და არა გაუპატიურების ბრალდებაზე. თითოეული პირისა და თითოეული ეპიზოდის სამართლებრივი შეფასება დამოუკიდებლად უნდა მოხდეს.

ორშაბათს გავმართავ პრესკონფერენციას.

საზოგადოებას წარვუდგენ მხოლოდ იმ ინფორმაციასა და მასალებს, რომლებიც გადამოწმებულია.

მერწმუნეთ, ბევრი კითხვაზე პასუხი, რომელიც დღეს არსებობს სრულიად სხვა ჭრილში გამოჩნდება" - წერს მარიამ კუბლაშვილი.