loader

გავრცელებული ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია, მან დაკავებისას პოლიციელებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გავრცელებული ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია, მან დაკავებისას პოლიციელებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია

ტელეკომპანია "იმედი"-ს ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია. მან დაკავებისას პოლიციელებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია.

ვერაზე, შანიძის ქუჩაზე, სადაც სროლა იყო, ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

პოლიცია შემთხვევის ადგილის მიმდებარედ, რამდენიმე ლოკაციაზე მუშაობს. შანიძის ქუჩაზე 4-5 სხვადასხვა მონაკვეთი სპეციალური ლენტით არის შემოსაზღვრული.

საგამოძიებო მოქმედებები ტარდება შანიძისა და ხორავას ქუჩების კვეთაზეც, სადაც გაჩერებულია „ალფა რომეოს“ მარკის ავტომობილი. მანქანას რამდენიმე ტყვიის კვალი ეტყობა.

ადგილობრივების განცხადებით, სროლის შედეგად სამი ადამიანია დაჭრილი. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.

„ინტერპრესნიუსი“ დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.