loader

"ვახომ მთხოვა სასაფლაოებისკენ გადაუხვიეო... იჯდა გიორგის საფლავთან და მიყვებოდა, როგორი მაგარი იყო გიორგი..." - რას წერს ვახო სანაიას მეუღლე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვახომ მთხოვა სასაფლაოებისკენ გადაუხვიეო... იჯდა გიორგის საფლავთან და მიყვებოდა, როგორი მაგარი იყო გიორგი..." - რას წერს ვახო სანაიას მეუღლე?

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი­სა და დე­პუ­ტატ ვლა­დი­მერ ბოჟა­ძის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რი­ლი პოს­ტის გამო ჟურ­ნა­ლისტ ვახო სა­ნა­ი­ას 14-დღი­ა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

სა­ნა­ი­ას და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, მისი მე­უღ­ლე, თა­მუ­ნა ყუ­რაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და წერს:

"გუ­შინ მა­მა­ჩე­მის 80 წლის იუ­ბი­ლე იყო, ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი და მე­გობ­რე­ბი შე­ვიკ­რი­ბეთ, ძა­ლი­ან ვი­სი­ა­მოვ­ნეთ ერ­თად ყოფ­ნით, ვახო იყო სუფ­რის თა­მა­და .გვი­ან ღა­მით ვა­ხოს დედა წა­ვიყ­ვა­ნეთ ვა­ჟა­ზე, უკა­ნა გზა­ზე ვა­კის­კენ, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქუ­ჩა­ზე ვა­ხომ მთხო­ვა სა­საფ­ლა­ო­ე­ბის­კენ გა­და­უხ­ვი­ეო, ავი­დე­თო. მარ­ტო ვი­ყა­ვით, იჯდა გი­ორ­გის საფ­ლავ­თან და მიყ­ვე­ბო­და, რო­გო­რი მა­გა­რი იყო გი­ორ­გი, რომ მის­ნა­ი­რი არა­ვინ იყო, მისი ოთხში წიგ­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე და გან­ლა­გე­ბა­ზე მიყ­ვე­ბო­და.

გა­იხ­სე­ნა, ამე­რი­კა­ში რო­გორ გა­ა­ო­ცა რო­მე­ლი­ღაც კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე პუბ­ლი­კა, როცა დე­კარ­ტის ცი­ტა­ტე­ბი სულ ზე­პი­რად მოყ­ვაო.

ამ დროს უცებ მე­უბ­ნე­ბა, ხვალ სა­სა­მარ­თლოა და შე­იძ­ლე­ბა და­მი­ჭი­რო­ნო, შენ ვიცი მა­გა­რი ხარ, მაგ­რამ ნაზი უნდა და­ა­წყნა­როო, ხომ იცი რო­გორ ნერ­ვი­უ­ლობ­სოამ დი­ლას მა­ნამ­დე არ გა­ვი­და ტე­ლე­ვი­ზი­ებ­თან, სა­ნამ ნა­ზის­თან ჩვე­ნი ახ­ლო­ბე­ლი არ მი­ვი­და, რომ ეთ­ქვა ვა­ხოს ამ­ბა­ვი, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ით არ გა­ე­გო როცა მარ­ტო იქ­ნე­ბო­და. გა­უ­მარ­ჯოს ვა­ხოს ბრძო­ლას ამ ქვეყ­ნი­სათ­ვის!", - წერს თა­მუ­ნა ყუ­რაშ­ვი­ლი.