loader

"ყველა წვიმის მოსვლისას გვეშინია, წყალი არ შემოგვივარდეს სახლში" - გიორგი სიორიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყველა წვიმის მოსვლისას გვეშინია, წყალი არ შემოგვივარდეს სახლში" - გიორგი სიორიძე

"ყვე­ლა წვი­მის მოს­ვლი­სას გვე­ში­ნია, წყა­ლი არ შე­მოგ­ვი­ვარ­დეს სახ­ლში - "თევ­ზი თა­ვი­დან ყარს“, რო­დე­საც ამ სის­ტე­მის თა­ვია მომ­პა­ლი, ვი­ღებთ შე­დე­გებს, რაც გვაქვს", - ამის შე­სა­ხებ "ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო-ლე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, გი­ორ­გი სი­ო­რი­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "რე­ზი­უ­მე“ გა­ნა­ცხა­და.

გი­ორ­გი სი­ო­რი­ძის თქმით, დე­და­ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯე­ტი პირ­ვე­ლა­დი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბის­კენ უნდა იყოს მი­მარ­თუ­ლი და პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი სწო­რად უნდა გა­ნი­სა­ზღვროს.

"უცებ და ერთ დღე­ში გა­კე­თე­ბა, რა თქმა უნდა, არა­სე­რი­ო­ზუ­ლია, მაგ­რამ პირ­ვე­ლა­დი სა­კი­თხე­ბი უნდა მოგ­ვარ­დეს. პირ­ველ რიგ­ში, უნდა გა­ნი­სა­ზღვროს პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი. ამ­ხე­ლა ბი­უ­ჯე­ტი რომ აქვს ქა­ლაქს, მი­მარ­თუ­ლი უნდა იყოს მიზ­ნობ­რი­ვად, მაქ­სი­მა­ლუ­რი ოპ­ტი­მა­ლუ­რო­ბი­სა და ეკო­ნო­მი­უ­რო­ბის დაც­ვით და ის ფული, რო­მე­ლიც იფ­ლან­გე­ბა, იხარ­ჯე­ბა და მისი ბევ­რი ადა­მი­ა­ნის ჯი­ბე­ში, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი უნდა იყოს ხალ­ხის სა­კე­თილ­დღე­ოდ: ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის­თვის, სატ­რან­სპორ­ტო სის­ტე­მის მო­წყო­ბის­თვის, ოღონდ არა ისე, რო­გორც მათ გა­ა­კე­თეს, ყვე­ლა წვი­მის მოს­ვლი­სას გვე­ში­ნია, წყა­ლი არ შე­მოგ­ვი­ვარ­დეს სახ­ლში. არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არაა, ბირ­თვუ­ლი ფი­ზი­კა არ სჭირ­დე­ბა ამას, ამას ჭირ­დე­ბა პა­ტი­ო­სა­ნი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი, მაგ­რამ თევ­ზი თა­ვი­დან ყარს, რო­დე­საც ამ სის­ტე­მის თა­ვია მომ­პა­ლი, ვი­ღებთ იმ შე­დე­გებს, რაც გვაქვს“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი სი­ო­რი­ძემ.

კი­თხვა­ზე, ოპო­ზი­ცი­ას რო­გორ წარ­მო­უდ­გე­ნია წყალ­მო­ვარ­დნე­ბის მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა, გი­ორ­გი სი­ო­რი­ძე აცხა­დებს, რომ მისი მოგ­ვა­რე­ბა კო­რუფ­ცი­ის აღ­მო­ფხვრი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

"კო­რუფ­ცია არ უნდა იყოს. რო­დე­საც კო­რუფ­ცია არის ფაქ­ტო­რი, იქ არ არის ხა­რის­ხი, იქ არ არის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა, იქ არ არის კვა­ლი­ფი­კა­ცია და შე­სა­ბა­მი­სი კომ­პე­ტენ­ცია. რო­დე­საც კო­რუფ­ცი­უ­ლი ინ­ტე­რე­სია, რო­დე­საც ტენ­დერს აგებ კონ­კრე­ტულ პირ­ზე იმი­ტომ, რომ იმის­გან გაქვს კო­რუფ­ცი­უ­ლი ინ­ტე­რე­სი, შენ­თვის ხა­რის­ხი და კომ­პე­ტენ­ცია აღარ არის პრი­ო­რი­ტე­ტი. ეს ყვე­ლა­ფე­რი არის იმის ბრა­ლი, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ არ აქვთ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ხედ­ვა. რო­დე­საც შენ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტი არის ფული, როცა ნე­პო­ტიზ­მი არის სა­ჯა­რო სტრუქ­ტუ­რებ­ში და მა­ტე­რი­ა­ლურ და ეკო­ნო­მი­კურ სა­კი­თხებ­ზე გაქვს კო­რუფ­ცი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი, ამ შემ­თხვე­ვა­ში არ არ­სე­ბობს არც ერ­თი­ა­ნი ხედ­ვა და არც დიდი სუ­რა­თის გან­ჭვრე­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და მო­მავ­ლის და­სახ­ვის რე­სურ­სი“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი სი­ო­რი­ძემ.