loader

"ადამიანებს რაც შეგვიძლია, ის არის, რომ თავი გადავირჩინოთ..." - როგორი იქნება ზაფხული საქართველოში და რა იწვევს ამინდის მკვეთრ ცვლილებებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ადამიანებს რაც შეგვიძლია, ის არის, რომ თავი გადავირჩინოთ..." - როგორი იქნება ზაფხული საქართველოში და რა იწვევს ამინდის მკვეთრ ცვლილებებს

კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა, მის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი მსოფ­ლი­ოს გა­მოწ­ვე­ვაა. რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, ეს შე­უქ­ცე­ვა­დი პრო­ცე­სია. სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბი ივ­ლი­სის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რას ვა­რა­უ­დო­ბენ, ში­გა­და­შიგ წყალ­დი­დო­ბებ­საც. თბი­ლის­ში მო­სუ­ლი უხვი ნა­ლე­ქის გამო სხვა­დას­ხვა უბა­ნი და­იტ­ბო­რა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა შე­იქ­მნა დიდ დი­ღომ­ში, აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ი­ვან­ზე, გლ­დან­სა და ვარ­კე­თილ­ში. გარ­და ამი­სა, რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას კლდი­სა და მი­წის მა­სე­ბიც ჩა­მო­ი­შა­ლა.

ილი­ა­უ­ნის პრო­ფე­სო­რი, დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტის სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი ლაშა სუ­ხიშ­ვი­ლი ამას ურ­ბა­ნულ წყალ­დი­დო­ბას უწო­დებს - წვი­მას დახ­ვდა წყალ­გა­უმ­ტა­რი ზე­და­პი­რი, ას­ფალ­ტი. ამი­ტო­მაც ახა­ლი სად­რე­ნა­ჟე სის­ტე­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა ქა­ლა­ქის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მით უფრო, რო­დე­საც ზო­გი­ერ­თი უბ­ნის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა სწრა­ფად იზ­რდე­ბა. რა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ამ კლი­მა­ტურ­მა ცვლი­ლე­ბებ­მა, ამ და ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხზე ლაშა სუ­ხიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბი ძა­ლი­ან ცხელ ზა­ფხულს პროგ­ნო­ზი­რე­ბენ, რო­გორ უნდა გა­ვუმკლავ­დეთ მო­სა­ლოდ­ნელ საფრ­თხე­ებს?

- ზა­ფხუ­ლი იქ­ნე­ბა ისე­თი, რო­გო­რიც უნდა იყოს, ანუ ცხე­ლი, მაგ­რამ გა­მორ­ჩე­უ­ლად ცხე­ლი. წელ­საც პე­რი­ო­დუ­ლად გვექ­ნე­ბა თავ­სხმა წვი­მე­ბი, ისე­თი, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა გაგ­ვაკ­ვირ­ვოს. დე­და­მი­წა­ზე ბოლო 10 წე­ლია უკვე რე­კორ­დე­ბი მყარ­დე­ბა, ყო­ვე­ლი შემ­დე­გი წელი წი­ნა­ზე უფრო ცხე­ლია, მაგ­რამ ეს არ გა­მო­ი­ხა­ტე­ბა მხო­ლოდ ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რის ზრდა­ში. ეს გა­მო­ი­ხა­ტე­ბა იმა­შიც, რომ ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რის ზრდას თა­ვი­სი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი აქვს, რო­გო­რიც არის, მა­გა­ლი­თად, ნი­ა­და­გი­სა და მცე­ნა­რე­უ­ლი საფ­რის გა­მოშ­რო­ბა. ეს ნიშ­ნავს, ერთი მხრივ გვალ­ვას, მე­ო­რე მხრივ კი გა­ხუ­რე­ბულ ჰა­ერ­ში უფრო დიდი რა­ო­დე­ნო­ბით წყლის ორ­თქლის შემ­ცვე­ლო­ბას.

- რამ გა­მო­იწ­ვია ამინ­დის ასე­თი მკვეთ­რი ცვლი­ლე­ბა?

- ეს ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ცე­სია, რაც დე­და­მი­წა არ­სე­ბობს, მი­ლი­არ­დო­ბით წე­ლია, კლი­მა­ტი სულ იც­ვლე­ბა - ზოგ­ჯერ იწყე­ბა გამ­ყინ­ვა­რე­ბა, ზოგ­ჯერ დათ­ბო­ბა. მა­გა­ლი­თად, ჩვენს კონ­ტი­ნენტზე მე-12 სა­უ­კუ­ნე­ში და­ი­წყო მცი­რე გამ­ყინ­ვა­რე­ბა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ბუ­ნებ­რი­ვი, ვი­ღა­ცას ქარ­ხა­ნა არ აუ­შე­ნე­ბია და მერ­ქნის გაფ­რქვე­ვა არ და­უ­წყია. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად და­ი­წყო და დას­რულ­და მე-19 სა­უ­კუ­ნის დამ­დეგს. მერე და­ი­წყო დათ­ბო­ბის პე­რი­ო­დი, რო­მელ­შიც ახ­ლაც ვიმ­ყო­ფე­ბით, მაგ­რამ ეს პრო­ცე­სი გა­ამ­ძაფ­რა ადა­მი­ა­ნის მოქ­მე­დე­ბამ, ანუ სათ­ბუ­რის ეფექ­ტის მქო­ნე აი­რე­ბის გაფ­რქვე­ვამ ატ­მოს­ფე­რო­ში. ეს გა­ამ­ძაფ­რა ურ­ბა­ნულ­მა გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა­მაც.

ჰიდ­რო­ლო­გი­ა­შიც და კლი­მა­ტო­ლო­გი­ა­შიც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია ე.წ. ქვა­ფე­ნი­ლი ზე­და­პი­რის ფაქ­ტო­რი. რო­დე­საც მო­დის წვი­მა, რა ზე­და­პი­რი ხვდე­ბა წვი­მას დე­და­მი­წა­ზე? წყალ­გამ­ტა­რი თუ წყალ­გა­უმ­ტა­რი? მა­გა­ლი­თად, წყალ­გამ­ტა­რი ზე­და­პი­რია ნი­ა­და­გი, წყალ­გა­უმ­ტა­რი - ას­ფალ­ტი, ბე­ტო­ნი, ქვა და ასე შემ­დეგ. დღი­სით მზით გა­ხუ­რე­ბუ­ლი ას­ფალ­ტი ღა­მით დაგ­რო­ვე­ბუ­ლი სით­ბო­თი ახუ­რებს გა­რე­მოს, მა­შინ, როცა ბა­ლა­ხის შემ­თხვე­ვა­ში ის გრილ­დე­ბა... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა