"ერთმანეთს ჯიპი და მოპედი შეეჯახა" - ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თელავში: რა დეტალები ხდება ცნობილი?
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თელავში, რუსთაველის ქუჩაზე. ერთმანეთს ჯიპი და მოპედი შეეჯახა.
გამოცემის "მთავარი ამბები ხაეთიდან" ცნობით, შეჯახების შედეგად დაშავდა მოპედის მძღოლი, რომელიც სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა სხეულზე მიღებული სხვადასხვა სახის დაზიანებებით, კლინიკაში გადაიყვანა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.