ყოფილი შს მინისტრის გამოჩენა საკუთარი შვილის ქორწილში - ვინ არის "რკინის კაცის" მოდელი მეუღლე და რა არის ცნობილი მის ოჯახზე?
შაბათს, ბათუმში გამართული მასშტაბური ქორწილი სოციალურ ქსელებსა და მედიაში განხილვის მთავარ თემად იქცა. ღონისძიებაზე, რომელსაც უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა, ყურადღება არაერთმა საინტერესო დეტალმა მიიპყრო, რომელიც პოლიტიკური და ბიზნეს ელიტის წარმომადგენლებით დაიწყო და ექს-მინისტრის იშვიათი გამოჩენით დასრულდა.
საზეიმო დღე ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში დაიწყო, სადაც ჯვრისწერის ცერემონიის მიმდინარეობისას ტაძართან მისასვლელი გზა დროებით შეიზღუდა, რამაც ადგილობრივების ყურადღება მაშინვე მიიპყრო.
ქორწილმა ორი გავლენიანი ოჯახი გააერთიანა: პატარძალი - სალომე თარგამაძე, შევარდნაძის მთავრობის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, კახა თარგამაძის ქალიშვილი გახლავთ, ხოლო სიძე - გიგა პაპუნაიშვილი, ცნობილი ბიზნესმენ ედნარ პაპუნაიშვილის ვაჟი.
ბერა ივანიშვილის მეჯვარეობა და ჯვრისწერა
ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი დეტალი სიძის მეჯვარე გახდა. გიგა პაპუნაიშვილის გვერდით, საპატიო მეჯვარის ამპლუაში, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი - ბერა ივანიშვილი იდგა, რომელიც სიძის ახლო მეგობარია.
ჯვრისწერის ცერემონია, რომლისთვისაც ტაძარი თეთრი ყვავილებით იყო გაფორმებული, თბილისიდან ჩასულმა დეკანოზმა შალვა კეკელიამ აღასრულა. პატარძალს თეთრი, ულამაზესი საქორწინო კაბა ემოსა.
პატარძლის დედა, სამოდელო სფერო და ელიტური სტუმრები
საქორწინო წვეულებას არაერთი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა, თუმცა განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო ქართული სამოდელო სფეროს წარმომადგენელთა სიმრავლე. ეს შემთხვევითი არ ყოფილა, პატარძლის დედა, თამუნა ჯაფარიძე, თავის დროზე ცნობილი მოდელი გახლდათ. იგი ლალი ტოტიკაშვილისა და ირინა ონაშვილის თაობის მოდელია და იმ წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ჩვენებასა თუ მოდის კვირეულზე. განაგრძეთ კითხვა>>>
ვიდეოკადრებს სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი zeynalmammadli აქვეყნებს.