loader

ვის ეკუთვნის სასტუმრო თელავში, სადაც ქორწილში ინციდენტი მოხდა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვის ეკუთვნის სასტუმრო თელავში, სადაც ქორწილში ინციდენტი მოხდა?

კა­ხეთ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო კომ­პლექსში 18 ივლისს მომ­ხდარ­მა ინ­ცი­დენ­ტმა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­სა და მე­დი­ა­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია.

საუბარია, თელავში მდებარე სასტუმრო Agarani Estate-ში, ქორწილის მიმდინარეობისას მომხდარ შემთხვევაზე, რა დროსაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას, თუ ვის ეკუთვნის თელავში, მეფე ერეკლე II-ის საზაფხულო რეზიდენციასთან ახლოს მდებარე სასტუმრო „აგარანის მამული“, რომელიც 2025 წლის შემოდგომაზე გაიხსნა.

„აგარანის მამული“ არის 56-ოთახიანი კახური ავთენტურობის სასტუმრო, რომელიც სასტუმრო ნომრების გარდა აერთიანებს: ბიბლიოთეკას, საცურაო აუზს, რესტორანს, საკონფერენციო და ღონისძიებებისთვის სხვადასხვა სივრცეებს.

რეესტრის ბოლო - 2025 წლის ოქტომბრის ამონაწერით, სასტუმროს 20-20%-იანი წილები ეკუთვნით შალვა და გიორგი ქოჩლაძეებს, ხოლო 30-30%-იანი წილების მესაკუთრეები ლაშა და კახაბერ გიგიტელაშვილები არიან.

აღსანიშნავია, რომ კომპანია მეწარმეთა რეესტრში 2017 წლის მარტში არის რეგისტრირებული, თავდაპირველად კომპანიის მეწილეები გიორგი და შალვა ქოჩლააძეები (33.33%- 33.33%_იანი წილები) და დავით რატიანი (33.34%-იანი წილი) იყვნენ. განაგრძეთ კითხვა>>>