"ხელი გაუშვით...პოლიცია აკავებს ერთ-ერთ მოწმეს, ალექსანდრე მრელაშვილს" - ვრცელდება კადრები
კახეთში მომხდარი ინციდენტის საქმეზე, სავარაუდოდ, დაკავებულია ერთ-ერთი მოწმე, მომღერალი ალექსანდრე მრელაშვილი.
"ხელი გაუშვით...პოლიცია აკავებს ერთ-ერთ მოწმეს, ალექსანდრე მრელაშვილს" - კახეთში მომხდარი ინციდენტის საქმეზე, სავარაუდოდ, დაკავებულია ერთ-ერთი მოწმე.
ინფორმაციას და ვიდეოს "მთავარი" ავრცელებს.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით გიორგი ჭიღლაძე დააკავეს. გამოძიება მოწმეთა ჩვენებების მიხედვით აღნიშნავს, რომ თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს. დაშავებული, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს.