loader

"ამ ინციდენტში ჩემთვის ესაა სწორედ ყველაზე დამაფიქრებელი:" - ნიკა გვარამია თელავში, სასტუმროში ქორწილის მიმდინარეობისას მომხდარ ინციდენტს ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამ ინციდენტში ჩემთვის ესაა სწორედ ყველაზე დამაფიქრებელი:" - ნიკა გვარამია თელავში, სასტუმროში ქორწილის მიმდინარეობისას მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია თელავში, სასტუმროში ქორწილის მიმდინარეობისას მომხდარ ინციდენტს ეხმარება.

"მე მაინტერესებს, თელავში პოლიცია არ არის? არც შეწუხებულმა ტურისტებმა, არც მექორწილეებმა და არც სასტუმრომ არ გამოიძახა? მთვრალ რუსებს (სქესის მიუხედავად) რომ პოლიცია (მით უმეტეს, ქართული) ფეხებზე კიდიათ, ეგ გასაგებია - ბარბაროსული სახელმწიფოდან არიან. ქართველებს რომ პოლიცია ფეხებზე გვკიდია და მარტო დარბევა-დაჭერებთან და რეპრესიებთან ასოცირდება, აი ეგ საერთოდ არ უნდა გვეკიდოს და ვისი ბრალია, კი ვიცით.

ამ ინციდენტში ჩემთვის ესაა სწორედ ყველაზე დამაფიქრებელი: ის დაიკარგა, რაც ძლივს მოპოვებული გვქონდა - პოლიციაში დარეკვის ჩვევა, როცა პროვოკატორებს ვინმე (და რუსი ტურისტები პროვოკატორობდნენ, გნებავთ, ხულიგნობდნენ) ან ფიზიკური დაპირისპირების დიდი რისკია.

პოლიციაში დარეკვა ისევ ჩაშვებაა. პოლიციის მიმართ ნდობა ისევ ნულოვანია და მოქალაქეებს პირადი ანგარიშსწორების იმედი უფრო აქვთ. ვერც იმაში იქნები დარწმუნებული, რომ რუსების სასარგებლოდ არ გადაწყვეტენ ნებისმიერ ექსცესს, რადგან ასეთია ამ ქვეყანაში დაუწერელი კანონი: რუსი ყოველთვის მართალია.

ქალებისთვის ცხვირის მოტეხა ნორმალიზდა ყველაზე მაღალი განათლების და სამოქალაქო კულტურის ხალხისთვისაც კი, რუსები ისე გვეზიზღება (და სამართლიანად), იმდენი არიან და ისე საძაგლად და დამამცირებლად იქცევიან. ეს არანაკლებ ცუდი ამბავია (რა ნაციონალიც არ უნდა მოვიშველიოთ არგუმენტად), ვიდრე პოლიციის ნდობის გაქრობა საზოგადოებაში.

რუსი ტურისტების ცემა გამოსავალი არაა, მით უფრო ქალების. რუსი ტურისტი და რუსეთი თუა შენი არჩევანი, ყოველთვის ის მოხდება, რაც თელავში, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის შემდეგ არც საშუალო სტატისტიკური რუსი შეცვლილა და არც რუსული სახელმწიფო.

აი ჩვენ კი შევიცვალეთ: საბჭოთა იმპერიის მთავარი მესაფლავეებიდან, ისევ რუსების რესტორნების და ცეკვათამაშის ქვეყნად ვიქეცით. და სადაც ცეკვათამაში და ჭამასმაა, იქ სერიოზული და მნიშვნელოვანი არაფერი მოხდება, სულ ცხვირების მოტეხვა იქნება, სულ "გაასხმენ" ხოლმე შეზარხოშებული ქართველი კაცები (სიფხიზლეში ცუციკები რომ არიან), სულ გაარჩევს ხოლმე დაბეჩავებული საზოგადოები ამ ინციდენტებს და გულს მოიოხებს, რადგან ამაზე მეტი რა ქნას ან არ იცის, ან არ შეუძლია, ან ორივე ერთად." - წერს ნიკა გვარამია.