loader

“სიმართლე უნდა ითქვას, რაც მოხდა" - ერთ-ერთ სასტუმროში მამაკაცი რუსულად მოსაუბრე ქალს ფიზიკურად გაუსწორდა - რას წერენ მხარეები? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“სიმართლე უნდა ითქვას, რაც მოხდა" - ერთ-ერთ სასტუმროში მამაკაცი რუსულად მოსაუბრე ქალს ფიზიკურად გაუსწორდა - რას წერენ მხარეები?

სო­ცი­ა­ლურ პლატ­ფორ­მებ­ზე აქ­ტი­უ­რად ვრცელ­დე­ბა ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი. ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ მა­მა­კა­ცი ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბა რუ­სუ­ლად მო­სა­უბ­რე ქალს - ქალი ამ­ტკი­ცებს, რომ მას მხო­ლოდ იმი­ტომ და­არ­ტყეს, რომ რუ­სუ­ლად სა­უბ­რობ­და, თუმ­ცა ვრცელ­დე­ბა სხვა ვერ­სი­ე­ბიც..

“კა­ხეთ­ში, რუს­მა ქა­ლებ­მა ქარ­თვე­ლე­ბის ქორ­წი­ლის სუფ­რას ნომ­რის ფან­ჯრი­დან წყა­ლი გა­და­ას­ხეს, ხმა­უ­რო­ბე­ნო... ავარ­და ერთი ბიჭი, სა­ვა­რა­უ­დოდ მთვრა­ლი, და­არ­ტყა რუს ქალს. ეს ქა­ლე­ბი ამ­ბო­ბენ ახლა რუ­სუ­ლად ლა­პა­რა­კის გამო იძა­ლა­დაო და ვი­დე­ოს კო­მენ­ტა­რებ­ში რუ­სე­ბი თა­გა­ვენ კახა კა­ლა­ძეს გვიშ­ვე­ლეო.

არ ვა­მარ­თლებ იმ ბიჭს, არ შე­იძ­ლე­ბა ქა­ლის ცემა, რაც არ უნდა და­ა­შა­ვოს. უბ­რა­ლოდ კახა მა­ინ­ტე­რე­სებს რას იზამს." - წერს ბო­რის ჩელე ყუ­რუა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

აღ­ნიშ­ნულს ეხ­მი­ა­ნე­ბა ვი­დე­ო­ში ასა­ხუ­ლი მა­მა­კა­ცის ძმაც. მისი თქმით, ქა­ლებ­მა ქორ­წი­ლის სტუმ­რებს, მათ სუფ­რას და აპა­რა­ტუ­რას ორ­ჯერ, გან­გებ გა­და­ას­ხეს წყა­ლი - ხმა­უ­რო­ბე­ნო... “ეს ჩემი ძმაა. რა თქმა უნდა ძა­ლა­დო­ბას არ ვა­მარ­თლებ, თუმ­ცა სი­მარ­თლე უნდა ით­ქვას, რაც მოხ­და.

ჩემი მე­ო­რე ძმის ქორ­წილ­ში აი ეს გო­გო­ე­ბი ხმა­უ­რის გამო ორ­ჯერ გვას­ხამ­დნენ წყალს (აპა­რა­ტუ­რის და­ზი­ა­ნე­ბის მიზ­ნით და და­ზი­ან­და კი­დეც). გვა­ფურ­თხებ­დნენ და გვა­გი­ნებ­დნენ და ამას­თან, ვი­დე­ოს გვი­ღებ­დნენ, რომ მათ საქ­ცი­ელ­ზე რა­ი­მე ქმე­დე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბა შეძ­ლონ ჩვე­ნი მხრი­დან,“ - წერს კახა ჭიღ­ლა­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა და­შა­ვე­ბულს, მისი თქმით რუ­სუ­ლი ენის გამო “აწა­მეს“.

“ეს გე­ნო­ცი­დი უკვე მომ­ბეზ­რდა. რა­ტომ აქვს ვინ­მეს უფ­ლე­ბა, სხვა ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თა­რი ენის გამო აწა­მოს? “- წერს ინ­ცი­დენ­ტის მო­ნა­წი­ლე ქალი და არ­გუ­მენ­ტად იშ­ვე­ლი­ებს, რომ თა­ვად უკ­რა­ი­ნა­ში და­ი­ბა­და, მაგ­რამ რუ­სეთ­ში ცხოვ­რობს და ამა­ვე ენა­ზე სა­უბ­რობს.

ის აღ­ნიშ­ნავს, რომ მას­თან ერ­თად უკ­რა­ი­ნე­ლი ქა­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რომ­ლე­ბიც ასე­ვე რუ­სუ­ლად სა­უბ­რო­ბენ და და­ბა­დე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ყვე­ლა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­იკ­რიბ­ნენ.

სას­ტუმ­რო agaraniestate-მა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი მოხ­და გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა:“დღეს, ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ორ ცალ­კე­ულ სტუ­მარს შო­რის სამ­წუ­ხა­რო ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და. ჩვენ­მა გუნ­დმა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მო­ახ­დი­ნა რე­ა­გი­რე­ბა, ჩა­ე­რია სი­ტუ­ა­ცი­ის დე­ეს­კა­ლა­ცი­ის მიზ­ნით და დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია ჩარ­თულ პი­რებს. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­უ­კავ­შირ­დნენ შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნო­ებს და ჩვენ სრუ­ლად ვთა­ნამ­შრომ­ლობთ უწყე­ბებ­თან.

ინ­ცი­დენ­ტი გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო ცალ­კე­უ­ლი სტუმ­რე­ბის ქმე­დე­ბე­ბით და არ ასა­ხავს ჩვე­ნი სას­ტუმ­როს ან ჩვე­ნი გუნ­დის ქცე­ვას ან ღი­რე­ბუ­ლე­ბებს.

ყვე­ლა სტუმ­რის უსაფრ­თხო­ე­ბა, და­ცუ­ლო­ბა და კომ­ფორ­ტი ჩვე­ნი უმ­თავ­რე­სი პრი­ო­რი­ტე­ტია და ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ გა­რე­მო­ე­ბე­ბის გან­ხილ­ვას, რათა უზ­რუნ­ველ­ვყოთ შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბის დაც­ვა. ჩარ­თუ­ლი პი­რე­ბის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბი­სა და ნე­ბის­მი­ე­რი მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სის პა­ტი­ვის­ცე­მის გამო, და­მა­ტე­ბით კო­მენ­ტარს კონ­კრე­ტულ დე­ტა­ლებ­ზე არ გა­ვა­კე­თებთ,“ - წე­რია სას­ტუმ­როს ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შსს-მ მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.