საპარლამენტო დელეგაციის ქეიფი წალენჯიხაში - ამსახველ კადრებს ირაკლი ზარქუა აქვეყნებს
"მადლობა საპარლამენტო დელეგაციას ამ საოცარი თბილი და დაუვიწყარი საღამოს ჩუქებისთვის წალენჯიხაში.." - ამის შესახებ პარლამენტარი ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში წერს და ამსახველ ვიდეოს და ფოტოებს ავრცელებს წალენჯიხიდან, სადაც შალვა პაპუაშვილი, ნინო წილოსანი, დავით მათიკაშვილი და სხვა პირები ქეიფობენ და მღერიან.