loader

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ "თამოსკინს" დარღვევა დაუდგინა - რა დეტალებზეა საუბარი განცხადებაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ "თამოსკინს" დარღვევა დაუდგინა - რა დეტალებზეა საუბარი განცხადებაში

კონ­კუ­რენ­ცი­ი­სა და მომ­ხმა­რებ­ლის დაც­ვის სა­ა­გენ­ტომ "თა­მოს­კინს" დარ­ღვე­ვა და­უდ­გი­ნა. ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს კონ­კუ­რენ­ცი­ი­სა და მომ­ხმა­რებ­ლის დაც­ვის სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.

"მომ­ხმა­რებ­ლის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი შეს­წავ­ლის შე­დე­გად გა­ირ­კვა, რომ მო­ვაჭ­რემ პრო­დუქ­ცია მომ­ხმა­რე­ბელს შე­თან­ხმე­ბულ ვა­და­ში არ მი­ა­წო­და, ხოლო შეკ­ვე­თის გა­უქ­მე­ბის შემ­დეგ თან­ხის დაბ­რუ­ნე­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და.

GCCA-ის შე­ფა­სე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა არ­ღვევს „მომ­ხმა­რებ­ლის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნებს, ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნი ვაჭ­რო­ბის პრინ­ცი­პებს და არ­სე­ბი­თად აზი­ა­ნებს მომ­ხმა­რე­ბელ­თა ჯგუ­ფის ინ­ტე­რე­სებს.

სა­ა­გენ­ტოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, კა­ნონ­დარ­ღვე­ვის აღ­მო­ფხვრის მიზ­ნით, მო­ვაჭ­რეს და­ე­ვა­ლა - 1 თვის ვა­და­ში მომ­ხმა­რე­ბელ­თა დარ­ღვე­უ­ლი უფ­ლე­ბე­ბი აღად­გი­ნოს და სა­ვაჭ­რო პო­ლი­ტი­კა კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­იყ­ვა­ნოს.

კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, სა­ა­გენ­ტოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის დად­გე­ნილ ვა­და­ში შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის ან არა­ჯე­როვ­ნად შეს­რუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მო­ვაჭ­რე შე­იძ­ლე­ბა და­ჯა­რიმ­დეს წინა ფი­ნან­სუ­რი წლის წლი­უ­რი ბრუნ­ვის არა­უ­მე­ტეს 2%-ის ოდე­ნო­ბით. 12 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ვაჭ­რის მიერ დარ­ღვე­ვის გა­მე­ო­რე­ბა და­კის­რე­ბუ­ლი ჯა­რი­მის გა­ორ­მა­გე­ბას გა­მო­იწ­ვევს" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.