"დიდი ხანია თავს ვიკავებ ამ ვიდეოს ჩაწერისგან, მაგრამ აღარ შემიძლია" - რა კადრები ვრცელდება ყაზბეგიდან?
"დიდი ხანი თავს ვიკავებდი ამ ვიდეოს გამოქვეყნებისგან, მაგრამ ყოველ ჩასვლაზე გული მეწვის. თავს ვიკავებდი იმ ადგილობრივი, არაჩვეულებრივი ადამიანების პატივისცემის გამო, რომლებიც ყოველ ჯერზე გულწრფელი სითბოთი მმასპინძლობენ როგორც მე, ისე ჩემს
სტუმრებს. იმედი მაქვს, ამ ვიდეოთი არავის ვაწყენინებ, მაგრამ ეს რეალობა ყველა ჩვენგანის სირცხვილია. დიახ, ჩვენი საერთო სირცხვილია, და ამ სიტყვების თქმას არ მოვერიდები. თუ პირადად მე რაიმეთი შემიძლია, თუნდაც მცირედით, ხელი შევუწყო ამ მძიმე მდგომარეობის
შეცვლას უკეთესობისკენ, მზად ვარ, თქვენთან ერთად ვიდგე და ჩემი წვლილი შევიტანო. ცვლილება თითოეული ჩვენგანით იწყება, - წერს მოქალქე სოციალურ ქსელში.