loader

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის ყოფილი თანამშრომელი მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის ყოფილი თანამშრომელი მიმართვას ავრცელებს

უჩა ინა­ძე სპე­კუ­ლა­ცი­ას უწო­დებს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს მან და­ტო­ვა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი და ამე­რი­კა­ში გა­იქ­ცა.

"ყველას მოგესალმებით. როგორც იცით, მე არ ვარ სოცოალურ ქსელში აქტიური და არ გამოვირჩევი სტატუსების წერით, მაგრამ მინდა გამოვეხმაურო იმ ფაქტს, რასაც ბოლო 3 დღეა "TV ფორმულა" ავრცელებს, რომ თითქოს მე გავიქეცი სამსახურიდან, დავტოვე ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახური და წავედი ემიგრაციაში.

ის ფაქტი, რომ ამჟამად ვიმყოფები აშშ-ში, სიმართლეა, მაგრამ გაუგებარია ჩემთვის სპეკულაცია, რომ თითქოს ჩემი გადაწყვეტილება უკავშირდება ჩემს ყოფილ სამსახურს და იქაურ ამბებს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - არანაირი კავშირი ჩემს აშშ-ში წამოსვლასა და ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან ჩემს ურთიერთობას კავშირი არ აქვს. პირიქით - მე ვამაყობ ჩემი ყოფილი სამსახურით და ამ ოჯახთან ჩემი მეგობრობით. გთხოვთ, ნუ აყვებით ბინძურ სპეკულაციებს!" - წერს უჩა ინა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.