loader

უიმბლდონი. დღე მერვე - უილიამსი, აზარენკა და მარი კვლავ ლიდერობენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უიმბლდონი. დღე მერვე - უილიამსი, აზარენკა და მარი კვლავ ლიდერობენ

3 ივლისს ლონდონში უიმბლდონის ტურნირის მორიგი მატჩები გაიმართა.

ესპანელმა დავიდ ფერერმა ადვილად დაამარცხა არგენტინელი ხუან მარტინ დელპოტრო ანგარიშით 6:3, 6:2, 6:3. ამერიკელმა სერენა უილიამსმა უიმბლდონის შარშანდელ გამარჯვებულს ჩეხ პეტრა კვიტოვას ორ სეტში 6:3, 7:5 მოუგო.

გერმანელმა ანჯელიკ კერბერმა დაძაბულ ბრძოლაში თავის თანამემამულეს, საბინა ლიზიკს 6:3, 6:7, 7:5 მოუგო, ხოლო ბელარუსმა ვიქტორია აზარენკამ ავსტრალიელი ტამირა პაშეკი ანგარიშით 6:3, 7:6 დაამარცხა.

ბრიტანელმა ენდი მარიმ საკმაოდ ადვილად, 7:5, 6:2, 6:3 დაამარცხა ხორვატიელი მარინ ჩილიჩი, ხოლო ფრანგმა ჯო უილფრედ ცონგამ ამერიკელ მარდი ფიშს ოთხ სეტში 4:6, 7:6, 6:4, 6:4 მოუგო.

ხანგრძლივი გამოდგა მატჩი პოლონელ აგნეშკა რადვანსკასა და რუს მარია კირილენკოს შორის. უამინდობის გამო თამაში რამდენჯერმე გადაიდო. საბოლოო ჯამში კი პოლონელმა მოახერხა რუსის დამარცხება ანგარიშით 7:5, 4:6, 7:5.