ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში თურქეთში რეგისტრირებულმა ერთობლივმა საწარმომ გაიმარჯვა - კახა კალაძე
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დამაკავშირებელ ტრამვაის ხაზს თურქეთში რეგისტრირებული ერთობლივი საწარმო EYE (Emre Ray + Yüksel + Erk) მოაწყობს.
შესაბამისი განცხადება კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან განმარტა, ტენდერში მონაწილეობა ოთხმა მსხვილმა კომპანიამ მიიღო, რომელთაგანაც სამი თურქეთში, ერთი კი ჩინეთშია რეგისტრირებული.