loader

საფრანგეთში, 45°C-იანი სი­ცხეში ხალხს უცნაური მოვლენა დაატყდა თავს - ამსახველი კადრები ინტერნეტში ვრცელდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საფრანგეთში, 45°C-იანი სი­ცხეში ხალხს უცნაური მოვლენა დაატყდა თავს - ამსახველი კადრები ინტერნეტში ვრცელდება

ინ­ტერ­ნეტ­ში და­რა­მა­ტუ­ლი მო­მენ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო გავ­რცელ­და, სა­დაც ჩანს რო­გორ უტევს გი­გან­ტუ­რი “ცუ­ნა­მის ღრუ­ბე­ლი“ საფ­რან­გე­თის სა­ნა­პი­როს მა­შინ, რო­დე­საც ევ­რო­პა­ში რე­კორ­დუ­ლი, 45°C-იანი სი­ცხე მძვინ­ვა­რებს.

კვი­რას, ან­და­ის სა­ნა­პი­რო­ზე გა­და­ღე­ბულ კად­რებ­ში ჩანს, რო­გორ ცდი­ლო­ბენ გა­ექ­ცნენ თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლი დამ­სვე­ნებ­ლე­ბი ე.წ. ”გა­ლერნს“ (galerne) - მძლავრ მე­ტე­ო­რო­ლო­გი­ურ მოვ­ლე­ნას, რო­მელ­საც ტემ­პე­რა­ტუ­რის მკვეთ­რი ვარ­დნა და ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თის ძლი­ე­რი, გრი­გა­ლი­სებ­რი ქარი ახა­სი­ა­თებს.

ბას­კე­თის სა­ნა­პი­რო­ზე მყო­ფი ასო­ბით შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი სას­წრა­ფოდ იტა­ცებს ხელ­ში სერ­ფინ­გის და­ფებს, გა­სა­ბერ რგო­ლებ­სა, პირ­სა­ხო­ცებს... და უსაფრ­თხო ად­გი­ლის­კენ გარ­ბის.

“ეს ტორ­ნა­დოს ჰგავ­და: რამ­დე­ნი­მე წუ­თით ადრე მზე ანა­თებ­და, მაგ­რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად ქარი ამო­ვარ­და, ცა უცებ ღრუბ­ლე­ბით და­ი­ფა­რა, ნის­ლი ჩა­მოწ­ვა და ყვე­ლა­ფე­რი ჩა­მობ­ნელ­და“, - გა­ნა­ცხა­და ერთ-ერ­თმა თვითმხილ­ველ­მა მე­დი­ას­თან სა­უბ­რი­სას.

დამ­სვე­ნებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­ნამ­დე 38°C სი­ცხით ტკბე­ბოდ­ნენ, მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჰა­ერ­ში აფ­რე­ნი­ლი ქოლ­გე­ბის, თვა­ლის­მომჭრე­ლი ქვი­შის ქა­რიშ­ხლი­სა და ტემ­პე­რა­ტუ­რის შო­კის­მომ­გვრე­ლი ვარ­დნის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდნენ სულ რა­ღაც ექვს წუთ­ში ჰა­ე­რი 11°C-ით გა­ცივ­და.

ანა­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნა და­ფიქ­სირ­და ბი­ა­რიც­შიც, სა­დაც ნა­შუ­ა­დღევს ახ­ლა­ხან და­ფიქ­სირ­და ტემ­პე­რა­ტუ­რის აბ­სო­ლუ­ტუ­რი რე­კორ­დი 42.9°C. სულ რამ­დე­ნი­მე წუთ­ში და­სავ­ლე­თის მძლავ­რმა ქარ­მა 23°C-მდე და­აგ­დო.

“ეს საკ­მა­ოდ მომ­ნუს­ხვე­ლი სა­ნა­ხა­ო­ბაა, მე თა­ვად მაქვს გა­მოც­დი­ლი, უეც­რად ღია ზღვი­დან მო­მა­ვალ ნის­ლის კე­დელს ხე­დავთ; ის შე­იძ­ლე­ბა შტორ­მამ­დე ათი წუ­თით ადრე გა­მოჩ­ნდეს, მაგ­რამ თუნ­დაც ერთი სა­ა­თით ადრე სა­ერ­თოდ ვე­რა­ფერს შე­ამ­ჩნევთ“, - გა­ნუ­ცხა­და გა­მო­ცე­მა “20 minutes-ს Météo-France“ -ის სი­ნოპ­ტი­კოს­მა, სე­ბას­ტი­ან ლე­ას­მა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მოვ­ლე­ნა გან­სა­კუთ­რე­ბით მწვა­ვედ ბას­კე­თის სა­ნა­პი­რო­ზე ვლინ­დე­ბა, ეს პი­რე­ნე­ე­ბი­სა და კან­ტაბ­რი­ის მთე­ბის რე­ლი­ე­ფის გამო ხდე­ბა, რომ­ლე­ბიც ცივ ზღვის ჰა­ერს სა­ნა­პი­რო ზო­ლის გას­წვრივ მი­მარ­თა­ვენ.