კადრები ცოტნე ივანიშვილის დაბადების დღიდან - რას წერს ბიძინა ივანიშვილის ვაჟი მის დაბადების დღესთან დაკავშირებით?
ბიძინა ივანიშვილის ვაჟს, ცოტნე ივანიშვილს გუშინ დაბადების დღე ჰქონდა. ბიზნესმენის ვაჟის დაბადების დღიდან არაერთი ვიდეო გავრცელდა. უამრავი მილოცვის შემდეგ, ცოტნე ივანიშვილმა საჯარო მადლობა გადაიხადა და დაწერა: "დიდი მადლობა ყველას კეთილი სურვილებისთვის. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მშობლების სახით მყავს საუკეთესო მეგობრები და მათთან ერთად აღვნიშნავ დაბადების დღეს."