"ევროპული ბიუროკრატია სრულ აბსურდშია შესული" - ირაკლი კობახიძე
ევროპული ბიუროკრატია სრულ აბსურდშია შესული - მაშინ როცა საქართველო უზრუნველყოფს შვიდი ქვეყნის შავ ზღვასთან კავშირს, შავი ზღვის საკითხებს საქართველოს გარეშე განიხილავენ! - ეს განცხადება დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
მისივე თქმით, ევროპული ბიუროკრატია საუბრობს ქართველ ხალხზე ცალკე და ხელისუფლებაზე - ცალკე, „მაშინ როდესაც ქართველმა ხალხმა საქართველოს ხელისუფლებას ძალიან მყარად გამოუცხადა ნდობა“.