სამტრედიაში მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეასკდა - არის მსხვერპლი
"მთავარი ამბების" ინფორმაციით, სამტრედიაში, სოფელ ახალსოფელთან ავარია მსხვერპლით დასრულდა.
ტრაილერს მსუბუქი ავტომობილი შეასკდა.
მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.