თელავში განვითარებული სტიქიური მოვლენების გამო, 13 ივლისს პრაქტიკული გამოცდის ორივე ეტაპი გაუქმდა - როდის შეძლებენ მოქალაქეები გამოცდის ჩაბარებას?
თელავში განვითარებული სტიქიური მოვლენების გამო, 13 ივლისს პრაქტიკული გამოცდის ორივე ეტაპი გაუქმდა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ ქალაქ თელავში განვითარებული სტიქიური მოვლენებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო, 13 ივლისს ქალაქ თელავში პრაქტიკული გამოცდის როგორც პირველი ეტაპი (მოედანი), ისე მეორე ეტაპი (ქალაქი) არ ჩატარდება.
მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები მძღოლობის კანდიდატებს ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან და გამოცდის ახალ თარიღს შეუთანხმებენ.
პრაქტიკული გამოცდის განახლებისა და სააგენტოს სხვა მომსახურებებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით ვაცნობებთ." - აღნიშნულია განცხადებაში.