loader

საფრთხის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა - როგორია ვითარება ამ დროისთვის თელავში, სადაც ძლიერმა წვიმამ ხევის კალაპოტი გაარღვია და ქუჩები დატბორა - კადრები ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საფრთხის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა - როგორია ვითარება ამ დროისთვის თელავში, სადაც ძლიერმა წვიმამ ხევის კალაპოტი გაარღვია და ქუჩები დატბორა - კადრები ადგილიდან

ძლიერი სტიქიის შედეგად თელავში მძიმე ვითარებაა

სახელმწიფო რწმუნებულის კახეთის მხარეში, პლატონ კალმახელიძის განცხადებით, ზარალი, სავარაუდოდ, საკმაოდ მასშტაბურია, თუმცა მისი ზუსტი დათვლა ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან ადიდებული მდინარის დინება ჯერ არ შეჩერებულა.

მისივე თქმით, ძლიერი ნალექის შედეგად თელავის ხევმა კალაპოტი გაარღვია და ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დააზიანა. საფრთხის ზონიდან განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია.

კალმახელიძე ვარაუდობს, რომ ზარალი იმდენად დიდია, ადგილობრივი ბიუჯეტი მის აღმოფხვრას ვერ გასწვდება და საჭირო გახდება ცენტრალური ხელისუფლების დახმარება.

გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდდა თელავის ხევი, რომელიც კალაპოტიდან გადმოვიდა და კავკასიონისა და ალაზნის გამზირების ნაწილი დატბორა.

წყალი ამ დრომდე მიედინება კავკასიონის ქუჩაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების პირველ სართულებსა და სარდაფებში.

დატბორილია ასევე მაღაზიებში, აფთიაქები, სავაჭრო და სხვა კომერციული ობიექტები.

ქალაქს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. გზაჯვარედინებზე მობილიზებული არიან პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც მოძრაობას არეგულირებენ და უსაფრთხოების ზომებს აკონტროლებენ.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, პოლიცია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მუშაობენ.

ზარალის ზუსტი ოდენობა მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც წყლის დონე დაიკლებს და შესაბამისი სამსახურები მდგომარეობის სრულ შეფასებას შეძლებენ.

წყარო/ ვიდეო: "მთავარი ამბები კახეთიდან".