loader

"მოუშუშებელია ეს ტკივილი" - თბილისის N89 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოუშუშებელია ეს ტკივილი" - თბილისის N89 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

გარდაიცვალა N89 საჯარო სკოლის მოსწავლე ნია პაპკიაური. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები და მოსწავლეები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, ჩვენი საყვარელი მოსწავლის, ნია პაპკიაურის გარდაცვალების გამო.

მოუშუშებელია ეს ტკივილი მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის. მან ჩვენს გულებში წარუშლელი კვალი, სითბო და სიყვარული დატოვა.

თანაგრძნობას ვუცხადებთ ოჯახსა და ახლობლებს.

უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი!" - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ახლობლების ინფორმაციით, ბავშვი მძიმე სენს ებრძოდა.

"ნიაკო როგორი იმედი გვქონდა შენი გადარჩენის პატარა ანგელოზო, მშვიდად განისვენე...

ვაი, რა სიმწარერე დაგვიტოვე ნია. შენ მოგიკვდა ბებო. როგორ გავმწარდით.ნ ათელი შენ ანგელოზ სულს, ჩემო პატარა.

ნათელი და სანთელი ნიაკო შენს სულს... სიმსივნე ჰქონდა თავში..

უფალს ებარებოდე პატარა. ძალიან მეტკინა გული...

ენით აუწერელი ტკივილია!.. გულწრფელად გითანაგრძნობთ ოჯახს უკიდეგანო მწუხარებაში!..უფალმა გაანათლოს უდროოდ გარდაცვლილი, პატარა ნიას უმანკო სული! ამინ!

ვაიმე, გასკდა გული. რატომ უფალო ასეთი ანგელოზი?! ნათელი და სანთელი შენს ლამაზ სულს" - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.