ილია თოფურიას პირველი ვრცელი კომენტარი, თუ რატომ დაშორდა ჯორჯინა უზკატეგუის - "ეს მძიმე პერიოდი იყო, გულდაწყვეტილი ვარ"
UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია პირველად საუბრობს ყოფილ მეუღლესთან, ჯორჯინა უზკატეგუისთან განქორწინებაზე.
"პირად ცხოვრებაში ეს მძიმე პერიოდი იყო, რა თქმა უნდა, გულდაწყვეტილი ვარ, იმიტომ, რომ ყოველთვის ვოცნებობდი იდეალურ ოჯახზე. ჩვენ ვიყავით ორი ადამიანი, რომელიც სრულ ჰარმონიაში ვცხოვრობდით. ჩვენი შეხედულებები ბევრ რამეში ემთხვეოდა, სანამ ყველაფერი არ შეიცვალა. ჩვენ გავაცნობიერეთ, რომ ცალ-ცალკე უფრო ბევრს მივაღწევდით.
მასაც ჰქონდა თავისი კარიერული ამბიციები. როგორც მგონია, ჩვენს ურთიერთობაზე გავლენა, კარიერის პროფესიულმა მხარემ მოახდინა, რადგან მას თავისი ხედვა ჰქონდა იმისა, თუ როგორ უნდა გვევლო წინ, მე კი ჩემი.
სასწორზე სულ უფრო მეტი დევს, არ მინდა ყველაფერი დავკარგო იმის გამო, რომ 100 პროცენტით იქ არ ვარ, სადაც უნდა ვიყო. არ ვნანობ არაფერს, რადგან თითოეულმა მათგანმა მაჩუქა ორი არაჩვეულებრივი ადამიანი. დღეს მყავს ორი განძი. დარწმუნებული ვარ, წინ საუკეთესო წლები გველის" - ამბობს ილია თოფურია ვიდეოინტერვიუში.