"ალექსანდრემ ბოლოს რაც შემოგვითვალა იყო..." - რას ამბობს ალეკო ელისაშვილის მეუღლე მისი განაჩენის შემდეგ?
მძიმე განაჩენია, მაგრამ მოლოდინი გვქონდა. ალექსანდრე ძალიან ოპტიმისტურადაა და შემოგვითვალა: „სასჯელი იქნება მკაცრი, მაქსიმალურად შეეცდებიან ჩემ გამწარებას, მაგრამ არ ინერვიულოთ, მალე ყველაფერი დამთავრდება და მეც გამოვალ გარეთ“, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის მეუღლემ ირინა კილოსანიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
ცნობისთვის, ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსი, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, დაკავებულ პოლიტიკოსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული ეპიზოდი თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობაში მომხდარ ფაქტს ეხება, სადაც მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ალეკო ელისაშვილის ქმედება აღკვეთეს და შემდეგ უკვე ის ადგილზე სამართალდამცავებმა დააკავეს.