"კვირას არის 12:00 საათზე აქცია - ვის მოუვიდა აზრად ამ სისულელის დახაზვა, 40 წუთი მოვუნდი ერთი ლოკაციიდან მეორეზე მისვლას" - რა კადრებს ავრცელებს მოქალაქე, რომელმაც "გლდანის ხიდებთან" აქცია დააანონსა
მოქალაქე ვერიკო ებელაშვილი კვირას, 12 საათზე "გლდანის ხიდებთან" დაანონსებული აქციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
"40 წუთი მოვუნდი გლდანში ერთი ლოკაციიდან მეორეზე მისვლას ივლისში შუა დღეს.
კვირას არის 12:00 საათზე აქცია გლდანის ხიდებთან.
ვის მოუვიდა აზრად ამ სისულელის დახაზვა." - წერს მოქალაქე ვერიკო ებელაშვილი "გლდანის ჯგუფში" და ვიდეოს ავრცელებს.