loader

ხატია დეკანოიძე განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხატია დეკანოიძე განცხადებას ავრცელებს

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხატია დეკანოიძე, ირაკლი დგებუაძის თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშვნას ეხმაურება.

"იმ დეპარტამენტის ფუნქციები, რომლის უფროსადაც დგებუაძე დაინიშნა შემდეგია:

- ადამიანის უფლებების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, მართლწესრიგისა და საკუთრების დაცვა;

- დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, საფრთხეების ანალიზი და დაგეგმვა;

- კანონმდებლობით გათვალისწინებული საპოლიციო და საოპერაციო ღონისძიებების განხორციელება;

- უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა;

- ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე რეაგირება;

- არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია და მართლმსაჯულების მექანიზმების გამოყენება.

ადამიანმა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა მზია ამაღლობელის დასაჭერად, ქალს შეაფურთხა განყოფილებაში, წყალი არ მიაწოდა დაკავებულს და ერთი წელი ცრუ ჩვენებებს აძლევდა - ეს ფუნქციები როგორ უნდა შეასრულოს და საზოგადოება დაიცვას?

ან კანონიერ ქურდებს და ორგანიზებულ დანაშაულს როგორ უნდა შეეწინააღმდეგოს ამ ბოროტი გამოცდილებით და არსით?

ყველანაირად რეპუტაცია დაკარგული პოლიციელია. ასე დაჰყავთ ადგილისთვის." - წერს ხატია დეკანოიძე.