loader

"საშინელი სანახავი იყო ეს მძიმე კადრები, უყურებ მიცვალებულს და მერე შენს თვალწინ ხედავ მეორე ადამიანიც რომ იღუპება" - რას ჰყვება რი­კოთ­ზე მომ­ხდარი ავ­ტო­საგ­ზაო შემთხვევის თვითმხილველი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საშინელი სანახავი იყო ეს მძიმე კადრები, უყურებ მიცვალებულს და მერე შენს თვალწინ ხედავ მეორე ადამიანიც რომ იღუპება" - რას ჰყვება რი­კოთ­ზე მომ­ხდარი ავ­ტო­საგ­ზაო შემთხვევის თვითმხილველი?

რიკოთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ბეტონის ჯებირს დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფი და პოლიცია. მანქანაში მყოფი ბავშვი და ქალი კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც ფაქტის თვითმხილველი გვიამბობს, მანქანაში სულ 4 ადამიანი იყო.

“ამ საშინელ ავარიას შევესწარით, რიკოთის “პერევალზე” ახალი მომხდარი იყო. “ფიტის” მარკის ავტომობილი ჯებირს იყო შეჯახებული, სამწუხაროდ მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა, გვერდზე ვინც იჯდა ის მამაკაცი თავიდან გონზე იყო, მანქანიდან ის ფაქტის შემსწრე გამვლელმა ბიჭმა გადმოიყვანა, ნახევარი საათი ალბათ გონებაზე იყო, მერე გაითიშა და გარდაიცვალა. მანქანაში სულ ოთხი ადამიანი იჯდა, სამი სრულწლოვანი და პატარა ბავშვი, ქალი და ბავშვი გადარჩნენ. კლინიკაში არიან გადაყვანილები და ძალიან მაინტერესებს მათი მდგომარეობა. იმედია მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მანქანა ქართული ნომრებით იყო, მაგრამ სავარაუდოდ ეროვნებით აზერბაიჯანელები იყვნენ. რა გახდა ავარიის მიზეზი, არ ვიცი, თუმცა ვარაუდობდნენ, რომ მძღოლს ჩაეძინა, იქ ეს ვარაუდი გამოითქვა. ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმე აღმოჩნდა ჩვენთვის ამ ფაქტის ნახვა, მე და ჩემი მეუღლე შევესწარით და შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად დავხმარებოდით დაშავებულებს. განაგრძეთ კითხვა>>>