"ეს არის ძალიან ტრაგიკული მოვლენა..." - რას ამბობს ირაკლი კობახიძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაზე?
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა - [რეზოლუციის] ტექსტი შეფასებასაც არ იმსახურებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ „ჰააგის დეკლარაციას“ გამოეხმაურა, რომელიც საქართველოს შესახებ კრიტიკულ რეზოლუციასაც მოიცავს.
მისივე თქმით, ასეთი დოკუმენტები ეუთო-ს მიმართ ქართული საზოგადოების ნდობას ასუსტებს.