loader

ცნობილია 25 წლის ახალგაზრდის ვინაობა, რომელიც ლაგოდეში ავარიას ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილია 25 წლის ახალგაზრდის ვინაობა, რომელიც ლაგოდეში ავარიას ემსხვერპლა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - დაღუპულია 25 წლის ახალგაზრდა.

შემთხვევა სოფელ ცხაკაიასთან მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ არეშფერანში მცხოვრები ვახო ხუციშვილი მსუბუქი ავტომობილით მეგობართან ერთად გადაადგილდებოდა. მამაკაცმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სატვირთო მიკროავტობუსს შეეჯახა.

ხუციშვილი ადგილზე დაიღუპა, მის გვერდით მყოფი პირი კი დაშავდა. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.