loader

ლაგოდეხში ავარიას 25 წლის მამაკაცი ემსხვერპლა - ტრაგედიის დეტალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლაგოდეხში ავარიას 25 წლის მამაკაცი ემსხვერპლა - ტრაგედიის დეტალები

ლაგოდეხში ავარიას 25 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც მეგობართან ერთად ავტომობილით გადაადგილდებოდა, სოფელ ცხაკაიასთან, საჭე ვერ დაიმორჩილა და სატვირთო მიკროავტობუსს შეეჯახა.

მიღებული დაზიანებებით ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. მანქანაში მყოფი კიდევ ერთი პირი კი მძიმედ დაშავდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.