საზარელი მკვლელობის საქმე გახსნილია, რა თქვა გიორგი მიქაიამ პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე - "გიორგი კვარაცხელია ეზოში იმყოფებოდა, როცა ბრალდებულებმა მრავლობითი გასროლა განახორციელეს მისი მიმართულებით"
2015 წელს მომხდარი, გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე გახსნილია. ამის შესახებ თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მიქაიას თქმით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ორ პირს ბრალდება წარედგინება.