"საქმეა 80-100 ათასებზე ... " - რას ამბობენ მოქალაქეები, რომლებიც თაღლითური სქემით მოატყუეს?
"Tv პირველის" ინფორმაციით, თაღლითური სქემით ასზე მეტი ადამიანი მოატყუეს - საქართველოს და რუსეთის მოქალაქეები ხალხს ფულის ინვესტირებაში არწმუნებდნენ, ჰპირდებოდნენ მოგებას, საბოლოოდ კი ათი ათასობით ლარი მიითვისეს.
დაზარალებულები "პირველებს" უყვებიან რომ თანხები, რომელიც არარსებულ ვებ პლატფორმაში ჩადეს, უბრალოდ გაქრა. თაღლითობის ძირითადი სამიზნე ევროპაში მცხოვრები ემიგრანტები იყვნენ.
მოქალაქეებმა უკვე მოახერხეს იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებიც ამ თაღლითური სქემის ორგანიზატორები იყვნენ. მათი ინფორმაციით, ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ახლა სავარაუდოდ, აჭარაში იმყოფება, უჩა ურუშაძეა.
ხალხი გამოძიების დაწყებას ითხოვს და ოფიციალური განცხადებით უკვე მიმართეს გენერალურ პროკურატურასაც.
ვიდეო: "Tv პირველი"