"ორნი ვიყავით სახლში - ცეცხლი სამზარეულოში გაჩნდა [ჩემი და] სამზარეულოში შევიდა და არ გამომყვა" - ვაზისუბანში ბინაში გაჩენილ ხანძარს ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა
ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ქალი ემსხვერპლა. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
უწყების ინფორმაციით, ცხედარი მაშველებმა ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს იპოვეს. მანამდე მაშველებმა სამი ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს.
ცნობისთვის, ვაზისუბანში ხანძარი დღის მეორე ნახევარში, საცხოვრებელი კორპუსის ბინაში გაჩნდა.
ვიდეო: "Tv პირველი"