რესტორანში სადილი გაძვირდა - როგორ შეიცვალა ხინკლის, ლუდისა და ხაჭაპურის ფასები
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში მიმდინარე წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციამ 0.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა.
ამავე მონაცემებით, საბაზო ინფლაციამ 2026 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.5% შეადგინა, ხოლო თამბაქოს, გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.2%-ით განისაზღვრა.
სტატისტიკის თანახმად, ცალკეულ პროდუქტებთან ერთად, წლიურად გაზრდილია რესტორანსა და კაფეებში კვების ღირებულებაც.
უფრო კონკრეტულად, საქსტატის მონაცემებით, სადილი რესტორანში 10.8%-ითაა გაძვირებული.
ხინკალი რესტორანში 8%-ით, ლუდი კი 9.6%-ით გაძვირდა
ასე მაგალითად, წლიურად 8%-ითაა ფასი გაზრდილი რესტორანში ხინკალზე, ხოლო ლუდზე - 9.6%-ით.
კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, კვების ობიექტებში ფასების წლიური ინფლაცია, ასე გამოიყურება:
ლუდი ბარში - 9.6%;
ხაჭაპური კაფეში - 10%;
ხინკალი რესტორანში - 8%;
ყავა კაფეში - 4%..
რაც შეეხება ინგრედიენტების ნაწილს, მონაცემების მიხედვით, ძროხის ხორცი წლიურად 19%-ითაა გაძვირებული, ძროხის ხორცის ფარში კი 18.5%-ით, ღორის ხორცი - 4.8%-ით, ხახვი - 7%-ით, იმერული ყველი -5%-ით, მწვანილი კი 25%-ით. ამასთან, წლიურად 1.8%-ითაა გაიაფებული ხორბლის ფქვილი.
წყარო: BPN