loader

დედოფლისწყაროში ორ მოზარდს ავტომობილი დაეჯახა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დედოფლისწყაროში ორ მოზარდს ავტომობილი დაეჯახა

დედოფლისწყაროში ორ მოზარდს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა

შემთხვევა ჰერეთის ქუჩაზე მოხდა.

თვითმხილველების თქმით, ორი არასრულწლოვანი ელექტროსკუტერით ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა, რა დროსაც მათ მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, ორივე მათგანმა მძიმე დაზიანებები მიიღო. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა თავდაპირველად დედოფლისწყაროს კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მათ პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, დამატებითი კვლევებისათვის იგეგმება მოზარდების კატასტროფის ბრიგადით თბილისში გადაყვანა.