გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ბიზნესმენი
🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo
66 წლის ასაკში ბიზნესმენი კახა გველესიანი გარდაიცვალა – სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობლები და მეგობრები ავრცელებენ.
ცნობისათვის, კახა გველესიანის მონაწილეობით საქართველოში განხორციელდა სხვადასხვა პროექტი, მათ შორის, სასტუმროები -„თბილისი მარიოტი“, „ქორთიარდ მარიოტი“ და „მოქსი“, ასევე მთაწმინდისფუნიკულიორის კომპლექსის რეაბილიტაცია.
კახა გველესიანი ასევე იყო საქართველოს ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, 2025 წლამდე კი ხელმძღვანელობდა „ექსპო ჯორჯიას“ მენეჯმენტსა და სამეთვალყურეო საბჭოს.
