ქარელი-აგარის მონაკვეთზე მატარებელმა კაცს ფეხზე გადაუარა - მომხდარის დეტალები
ქარელი-აგარის მონაკვეთზე მატარებელმა კაცს ფეხზე გადაუარა. "მთავარის" ინფორმაციით, მოქალაქე რკინიგზაზე გადასვლას ცდილობდა, როდესაც ფეხი ლიანდაგებს შორის მოყვა და წაიქცა. ცნობილი ხდება, რომ კაცს ფეხი აქვს მოტეხილი
გამოძიება 275-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.