loader

გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს

🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo

„ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკურ ოპოზიციას კოორდინირებული ფიზიკური ძალადობით უპასუხა , - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენ პარლამენტში შევედით იმისთვის, რომ მოქალაქეები, მათ შორის ისინიც, ვინც ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა, თავიანთი საჭიროებებისა და პრობლემების წინაშე მარტო არ დაგვეტოვებინა, მთავრობის ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად და პარლამენტში განსხვავებული აზრის დასაფიქსირებლად ყველა საპარლამენტო ინსტრუმენტი გამოგვეყენებინა. ჩვენ ამ მისიის გზიდან არ გადაგვიხვევია. „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკურ ოპოზიციას კოორდინირებული ფიზიკური ძალადობით უპასუხა. ჩვენს კოლეგას, გიგა ფარულავას, სამედიცინო დახმარება დასჭირდა“, - წერს გახარია X-ზე.ს

მისი თქმით, „დღეს, საქართველოში, ოპოზიციაში ყოფნა ფიზიკური უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენს“.

„ამ ძალადობას ხელს უწყობს ის დაუსჯელობა, რომლითაც ძალაუფლების უმაღლეს დონეზე მყოფი პირები სარგებლობენ“, - აცხადებს გახარია.