loader

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 920-მდე გაიზარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 920-მდე გაიზარდა

🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 900-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ხორხე როდრიგესმა განაცხადა.

მისი თქმით, მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 920 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 3360 დაშავდა. დაახლოებით 172 ადამიანი კი ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი.

ვენესუელის მოქალაქეების გარდა გარდაცვლილთა შორის ასევე არიან ბრაზილიის, ჩინეთის, ესპანეთისა და პორტუგალიის მოქალაქეები.

ხორხე როდრიგესმა ასევე აღნიშნა, რომ ვენესუელის ძალები აგრძელებენ საძიებო სამუშაოებს.

შეგახსენებთ, ვენესუელაში ზედიზედ ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. პირველი, 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კარაკასის დასავლეთით დაფიქსირდა, ხოლო მას სულ რაღაც 39 წამის შემდეგ უფრო ძლიერი მიწისძვრა მოჰყვა, რომლის სიმძლავრემ 7.5 მაგნიტუდა შეადგინა.