loader

"მზია ამაღლობელმა და ელენე ხოშტარიამ რა ჩაიდინეს იმაზე მეტი, რაც მოძალადე ტალახაძემ და გორდულაძემ?" - ხატია დეკანოძე პარლამენტში მომხდარ ჩხუბს ეხმაურება, სადაც დეპუტატმა ლაშა ტალახაძემ გიგა ფარულავას თავის არეში ხელი ჩაარტყა, ხოლო გიგა ფარულავას არჩილ გორდულაძე დაუპირისპირდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მზია ამაღლობელმა და ელენე ხოშტარიამ რა ჩაიდინეს იმაზე მეტი, რაც მოძალადე ტალახაძემ და გორდულაძემ?" - ხატია დეკანოძე პარლამენტში მომხდარ ჩხუბს ეხმაურება, სადაც დეპუტატმა ლაშა ტალახაძემ გიგა ფარულავას თავის არეში ხელი ჩაარტყა, ხოლო გიგა ფარულავას არჩილ გორდულაძე დაუპირისპირდა

"მზია ამაღლობელმა და ელენე ხოშტარიამ რა ჩაიდინეს იმაზე მეტი, რაც მოძალადე ტალახაძემ და გორდულაძემ? ან სხვა დაპატიმრებულმა ადამიანებმა?საზიზღარი ფარისევლები" - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატები და „ქართული ოცნების“ წევრები.

დაპირისპირება მოჰყვა, „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატის გიორგი შარაშიძის გამოსვლას.

სხდომათა დარბაზში დაპირისპირება „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთ დეპუტატს, გიგა ფარულავასა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ხელაძის ჩხუბით დაიწყო. დაპირისპირებაში შემდეგ „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი ლაშა ტალახაძეც ჩაერთო, რომელმაც გიგა ფარულავას თავის არეში ხელი ჩაარტყა. ვითარების განმუხტვის მიზნით, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა, ოპოზიციონერი დეპუტატების სხდომათა დარბაზიდან გაყვანა დაიწყეს, რა დროსაც გიგა ფარულავას არჩილ გორდულაძე დაუპირისპირდა. ჩხუბში მონაწილე დეპუტატების დარბაზიდან გაყვანის შემდეგ ოპოზიციონერ დეპუტატ გიორგი შარაშიძეს, ირაკლი კირცხალია და ლევან მაჭავარიანი დაუპირისპირდნენ.