"გავრილოვი მე და თქვენმა თავმჯდომარემ ერთად შემოვიყვანეთ საქართველოში" - ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიის წევრებს
გავრილოვი მე და თქვენმა თავმჯდომარემ ერთად შემოვიყვანეთ საქართველოში, ეს შემიძლია გითხრათ,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატის ვიკა ფილფანის შეფასებას, რომ კობახიძე იყო პარლამენტის ის თავმჯდომარე, რომელმაც „გავრილოვი ჩამოიყვანა“.