loader

თბილისში კაცი დაჭრეს - რა დეტალები ხდება ცნობილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისში კაცი დაჭრეს - რა დეტალები ხდება ცნობილი?

თბილისში, დაისის ქუჩაზე კაცი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით არის დაჭრილი. დაჭრის ფაქტი გამთენიისას მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით შსს-ს არავინ დაუკავებია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება, სსსკ 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს, ასევე სსსკ 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.