loader

ცნობილია, სად გაიკეთა ოპერაცია 35 წლის ქალმა, რომელიც კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა -"ამსტერდამში ცხოვრობდა და საქართველოში ჩამოვიდა დედის სანახავად" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილია, სად გაიკეთა ოპერაცია 35 წლის ქალმა, რომელიც კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა -"ამსტერდამში ცხოვრობდა და საქართველოში ჩამოვიდა დედის სანახავად"

35 წლის ნინო მუ­ჯი­რი საშ­ვი­ლოს­ნოს პო­ლი­პის მოწ­ვის ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი ახ­ლობ­ლე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ.

რო­გორც ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, გო­გო­ნამ ოპე­რა­ცია 12 იან­ვარს გა­ი­კე­თა. მათი თქმით, ოპე­რა­ცია ლი­ცენ­ზია შე­ჩე­რე­ბულ­მა ექიმ­მა ჩა­ა­ტა­რა. რაც შე­ე­ხე­ბა გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზეზს, მუ­ჯი­რის ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ზე­ზი სეფ­სი­სი გახ­და. რო­გორც ირ­კვე­ვა, გო­გო­ნა 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო კო­მა­ში.

როგორც შოთო სიხარულიძე ამბობს, ქალმა ოპერაცია თბილისში, პირველ სამედიცინო ცენტრში გაიკეთა.

"საშვილოსნოს მილზე ჰქონდა პოლიპი. ემიგრანტი იყო ამსტერდამში და საქართველოში ჩამოვიდა დედის სანახავად დეკემბერში და 8 იანვარს დაბადების დღე ქონდა, ორ დღეში მივიდა ექიმთან და ესე დამართეს, ნინო დედისერთა იყო," - ამბობს შოთო სიხარულიძე.