loader

საიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედრო პირების საქმეები მოიგო - საიას თავმჯდომარემ ბრიფინგის დროს ემოციები ვერ შეიკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედრო პირების საქმეები მოიგო - საიას თავმჯდომარემ ბრიფინგის დროს ემოციები ვერ შეიკავა

🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo

სამი ქართველი სამხედრო ტყვე, მათ შორის გიორგი ანწუხელიძე დაკავებული იყო იმ ტერიტორიაზე, სადაც რუსეთი ახორციელებდა ეფექტიან კონტროლს. საქმის მასალებზე დაყრდნობით, კახაბერ ხუბულურსა და უშანგი სოფრომაძესთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ისინი ტყვეობაში მოკლეს. გიორგი ანწუხელიძესთან მიმართებით სტრასბურგის სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მისი ცხედარი საქართველოს ხელისუფლებას 2008 წლის ნოემბერში, მისი დატყვევებიდან სამ თვეზე მეტი ხნის შემდეგ გადაეცა. ამასთანავე, როგორც სასამართლომ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ანწუხელიძის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი და გარემოებები გაურკვეველი რჩება, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ის ბოლოს „სამხრეთ ოსეთის“ ძალების პატიმრობაში ნახეს ძალადობისა და სიკვდილით დამუქრების დროს და სასამართლო ვარაუდობს, რომ ის ძალადობით სიკვდილამდე მიიყვანეს.

საია-მ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ქართველი სამხედრო პირების - გიორგი ანწუხელიძის, უშანგი სოფრომაძის, კახაბერ ხუბულურის, დავით მალაჩინის, ზაზა კავთიაშვილის, იმედა კუტაშვილის, მალხაზ მელაძისა და კახაბერ ზირაქაშვილის საქმე მოიგო.

როგორც საია-ს თავმჯდომარემ, თამარ ონიანმა განაცხადა, დღევანდელი გადაწყვეტილება არის არსებითად მნიშვნელოვანი და პრეცედენტული, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციის იურისდიქცია და პასუხისმგებლობა დაადგინა ომის აქტიური ფაზის დროს განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით.